s
About Us
Lorem Ipsum is simply dummy text ofering thetonat sunrising printing and typesetting industry seo is partysipati carma. Lorem Ipsum is simply dummy,
Follow Us

სტუდენტური One Night Stand

სტუდენტური One Night Stand

-დროზეე, ადექი და ჩაიცვი, დაგვაგვიანდა!!!

ყვირილით წამომაგდო ლოგინიდან ჩემმა ჯგუფელმა რომელიც რაღაცატომ ჩემს წინ შიშველი იდგა. სახლი მისი იყო, ტანსაცმელი ყველგან ეყარა და მარტოები ვიყავით. რატომ, რისთვის, როგორ, წარმოდგენა არ მქონდა. წინა დღით ჯგუფელები შევიკრიბეთ ფინალურისთვის “სამეცადინოდ” მახსოვს, მე-5 ნაპასის მერე მითხრეს ბიოაო… ჩავიცვით და გავიქეცით უნიში. არც ჩაცმისას და არც გზაში ხმა არ ამოგვიღია. დაგვიანებით შევედით აუდიტორიაში და 2 საათში უკვე დაფეილებული ვიყავი საგანში. გადაბარება 2 კვირაში იქნებოდა, ბაკურიანი, გუდაური და მესტია ოცნებებიდან წაიშალა. ტელეფონი ავიღე და სამი მესიჯი დამხვდა: შეყვარებულისგან, გუშინდელი პარტნიორისგან და ამბოლისგან. შეყვარებულს აინტერესებდა როდის წავიდოდით დასასვენებლად (ჩემმამზემ), ჯგუფელს სასწრაფოდ ნახვა და ლაპარაკი უნდოდა, ამბოლი კიდე პაკრიშკებს მტენიდა. მე კიდე ისე ვიყავი ერთი შეტენილი არმქონდა არაფერი (იმედია), დალშე ყველანაირად დანძრეული მქონდა. ამდროს ძმაკაციც გამოვიდა გამოცდიდან, ეგრევე ვკითხე გუშინდელზე:
-რავი შეჩემა, თავი გაიგიჟე ბაკალში ნახევარი ლუდი ჩაასხი და ნახევარი არაყი გადაასხი, ეს სულ უნდა დავლიოო, გითხარი მოწეული გაქ ის სირობა არ გინდათქო, მარა ყლეზე არ გეკიდე?! მერე მეც მაგარი გავიპროჭე და ბიძაჩემთან ავედი სახლში. შენ რა ქენი?
არ მინდოდა “გამებაზრებინა” რაც მოხდა, რავი სახლში წავედი ტაქსით და ტაქსისტმა ამიტანათქო.. ბევრი ლაპარაკის მერე მაინც ვერ გავიგე ვერაფერი მომხდარზე და ჯგუფელ გოგოსთან დავაწექი სახლში… ტაქსით მივედი, ვერ ვითმენდი, მაინტერესებდა რას მეტყოდა. დავაკაკუნე.. ღიაააო… შევედი.. მაგიდაზე ედო სუპრემოს კიტრის მწნილი პატარა კიტრებით, ყავა, დიდი ჭიქით და ახალგამოსული ელემი მენთოლით. დავჯექი.. კიტრზე მიმანიშნა, გინდაო? მეთქი არა, სიგარეტს ავიღებთქო. მოვუკიდე, მაგრამ არ ვიცოდი რა და როგორ დამეწყო. მიხვდა და დამასწრო:
-კარგი ღამე იყო, მაგრამ ორივესთვის აჯობებს ყველაფერი ისე დარჩეს როგორც მანამდე იყო.
ვერ ვხეებოდი რა მეთქვა ისეთი, რომ არც წყენოდა და არც გაეგო რო არაფრის აზრზე არ ვიყავი.
-ისე საღოლ, რაც შენ გუშინ მოწიე და სვი, კიდე იმდენი ხანი რო გაქაჩე სასწაულია…
შინაგანი კმაყოფილება და ბედნიერბა მომაწვა ასეთი შექების მერე, მაგრამ რამდენი ხანი გავქაჩე ბუნდოვნადაც არ მახსოვდა..
-სწავლაშიც ისეთი მაგარი რი ვიყო როგორც სექსში სტიპენდიანტი ვიქნებოდი ალბათ (წავიშუტკავე ჩემი ყლე აზრით)
-მართალია (ძალით გაიცინა აქ, არ გამიტეხა) პროსტა უნდა დავივიწყოთ, შენც გყავს შეყვარებული და მეც, ორივემ შეცდომა დავუშვით, სასმელს, მოსაწევს და გრძნობებს ავყევით, მაგრამ არ გვიღირს ურთიერთობების დანგრევად ხო?
მართალს ამბობდა.. არ მინდოდა ერთი შეცდომის გამო შეყვარებული დამეკარგა. დავეთანხმე, გავუღიმე, ერთი ღერი კიდევ ავახიე და მალევე წამოვედი…
სახლში ფეხით წავედი და მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი თუ რა და როგორ მოხდა, მაგრამ არაფერი.. “მეცადინეობიდან” ბარში გავედით, იქ ვიღაცეებმა მოწევტოო? 3 ბაკალი დალეული მქონა, იქვე ჩიხში გავედით, ჩამოტარებაზე მოვწიეთ და მეხუთე ნაპასს რომ ვარტყავდი ერთ–ერთმა იმათგან რა თესლი ბიოაო..
დღემდე არ ვიცი რატომ ავღმოჩნდი თავისუფლების ბარიდან ჩემი ჯგუფელის სახლში ჯიქიაზე, რა ვქენით იქ და რამდენჯერ. გამოცდა ჩავაბარე, შეყვარებული დამშორდა მაგრამ ღალატზე არაფერი იცოდა ის ჯგუფელი გოგო კიდე სხვა ჯგუფში გადავიდა, თავის ახალ შეყვარებულთან. კმაყოფილების გრძნობა და შექება, დალეულ-მოწეულ შესაძლებლობებზე კი დღემდე ურცხვად მომყვება….

კომენტარები

Select your currency