s
About Us
Lorem Ipsum is simply dummy text ofering thetonat sunrising printing and typesetting industry seo is partysipati carma. Lorem Ipsum is simply dummy,
Follow Us

კონტროლის ქვეშ

კონტროლის ქვეშ

“კონტროლის ქვეშ”

 

ოთახში მარტო ვიყავით, მე, საწოლი, საწოლთან სარკე, სათამაშო დათვი და წითელი ნათურები. ოთახს ისე ვათვალიერებდი თითქოს პირველად აღმოვჩნდი იქ, შეგრძნებაც ისეთი მქონდა, როგორიც მხოლოდ პირველად არისხოლმე. სარკეში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, უფროსწორად მას თვალებში ვუყურებდი და კითხვას ვსვამდი თუ რა მინდოდა აქ, ის კი წითელი გამოხედვით მიყურებდა და მიღიმოდა, უბრალოდ გინდა, გირდებაო ასე მიპასუხა და ფეხისხმაც გავიგე, მომიახლოვდა….

კარი გაიღო და შემოვიდა , ჯერ წინ დამიდგა, რამდენიმე წამიანი პაუზის მერე შარვალზე მიმითითა, ეს არ გვჭირდება და გაიხადეო, შემდეგ შებრუნდა და ფანჯრის რაფიდან ნივთების არჩევა დაიწყო.

– ამით პირს აგიკრავ, იმიტომრომ ბევრს ლაპარაკობ და ხმამაღლა ყვირი.

– ……

პირი, რომ ამიკრა ხელებზე და ფეხებზე გადავიდა, მშვიდათ და ღიმილით მიკრავდა ხელებს, აუჩქარებლად და გულმოდგინედ განასკვა თოკი.

– ეს მოგწონს?

უწყინარი ჩანდა, ჯოხზე გრძელი თოკი და თოკის ბოლოს ერთად შეკრული სხვადასხვაფერის სქელი თოკები, ფისოს სათამაშოს გავდა და თავი მეამიტურად დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

პირველ დარტყმაზე გამეცინა, ისიც იცინოდა… დარტმებს შორის წუთები იკლებდა და სიმძლავრე იმატებდა.

– არ გტკივა ხო? რათქმაუნდა არ გტკივა იმიტომრომ ეს არ არის ამისი დანიშნულება….

ნელ ნელა ახვევდა თოკს მის ტარზე, ვგრძნობდი გულის აჩქარებას და გადიდებული თვალებით ვუყურებდი, წამებს ვითვლიდი და ეს წამები საათებად გადამექცა, ველოდებოდი ტკივილის და სიამოვნების ყველაზე მცირე შეგრძნებას რაც იმ ღამით მექნებოდა და ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს ბარძაყზე პირველი კვალი ზოლად აწითლდა… თვალები დავხუჭე, მთელ სხეულში მწერების გარბენა ვიგრძენი, დაბნეულები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, კედლებს ეხეთქებოდნენ და მტვრად იფერფლებოდნენ, ქრებოდნენ…. მეორე დარტყმა, უფრო მტკივნეული ვიდრე პირველი, ყოველი დარტყმა წინაზე უარესი და სასიამოვნო იყო, მწერები რომლებიც სხეულს შიგნიდან მიჭამენ კვდებოდნენ და უკვალოდ ქრებოდნენ….

საწოლის თავიდან სათამასო დათვი მიყურებდა, პატარა დათვი, გაქვავებული მაგრამ ძალიან მეტყველი და საშიში თვალებით იქაურობას უფრო უცნაურს ხდიდა და მეც უფრო და უფრო შევდიოდი დამნაშავის როლში…

– დათვო მოგწონს ეს გოგო? არა? მაშინ რა ვუქნათ? დარწმუნებული ხარ? კარგი კარგი….

ფანჯარასთან მივიდა და ბუზის საკლავი აიღო, მომიახლოვდა და სსახეში გამარტყა. გალაქტიკაში რაცკი ვარსკვლავი არსებობს ყველას ჩემი თვალებიდან ვყრიდი, ვაფრქვევდი წითელ ოთახში და ისევ უკან ვშთანთქავდი, სუნთქვა გამიხშირდა, ერთიანად ავცახცახდი, დარტყმები არ ჩერდებოდა და ზუილით ვცდილობდი მიმენიშნებინა, რომ საკმარისია…

– რამის თქმა გინდა? (იღიმის) არ მესმის რისი თქმა გინდა, თქვი ხმამაღლა (იცინის), მიდი მიდი თქვი რას მაწვალებ, გელოდები ( ხარხარებს) .

შემიძლია პირი გავიხსნა, მაგრამ ვერ ვბედავ და ხოხვით ვუახლოვდები მას, მეშინია მისი და ამავედროს მჭირდება ის. რა საოცარია ადამიანი, საკუთარი დამსჯელის მოფერება ყველაზე მეტად გსიამოვნებს, ყველაზე მეტად მოგირჩენს ნაიარევს, ყველაზე მეტად მიისწრაფი მისი ცხელი ტუჩებისკენ და ერთი კოცნით ტკივილს აუჩინარებ. მკლავებში შვუძვერი, როგორც გაყინული ქუჩის კნუტი უძვრება თბილ უბეში ახალ პატრონს, ის ნატკენ ადგილებზე ცხელი ხლეებით მეფერებოდა, ახვეულ ტუჩებს მიკოცნიდა, მშვიდი ხმით მეუბნებოდა, რომ მისი არუნდა მეშინოდეს, რომ მას ჩემთვის კარგი უნდა, ნელ-ნელა ჩაასრიალა ხელი მკერდიდან მუცელზე, მუცლიდან-ვაგინაზე და იქ გაჩერდა, ნაზად მეფერებოდა სველ ადგილებზე… უფრო და უფრო ვდუნდებოდი, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, მსუბუქი და გამჭირვალე ღრუბელივით ვიშლებოდი ოთახში, წითლად ვორთქლდებოდი ჰაერში, ვსუნთქავდი ღრმად და ამოსუნთქვას ცოდვებს ვაყოლებდი, ვხედავდი როგორ ეხეთქებოდნენ კედლებს, ნათურებს, როგორ იმსხვრეოდნენ ნაგროვები ცოდვები გაფართოებული თვალებით და როგორ გულსაკლავად კიოდნენ ჩემი სხეულის დატოვებისდროს….

– როგორი კვნესა იყო, რაიყო გაგიარა ტკივილმა? მემგონი აღარ გტკივა, ჰაჰაჰაჰ აი შეცდომა სად დაუშვი….

 

ადგა და თითქოს სიხარულით საწოლზე დადგა, ფეხში ხელი მომკიდა და საწოლის შუა“გულში“ ჩამომწია, უფრო ჩამომათრია, იდგა და ზევიდან მიყურებდა, იცინოდა ხმამაღლა, ნერვიულად, სიხარულით, სადისტურად… მაისური გაიხადა და გიჟის მოძრაობით მივარდა კარადასთან, ქამარი გამოიღო და ახლა საწოლის გარშეო დაიწყო ნელი ნაბიჯით მოძრაობა, მე ცახცახით მივძვრებოდი საწოლის იმ მხარეს სადაც ის არ იყო, თუმცა ვიცოდი , რომ ვერსად გავიქცეოდი შეკრული ხელ-ფეხით, ვერავის დავუძახებდი საშველად, აკრული პირით და რომ შემძლებოდა ამას ვერ გავბედავდი. ყველაფერი იმდენად ნამდვილი იყო, რომ დამავიწყდა ვინ ვარ, დამავიწყდა ჩემი და მისი სახელი, დამავიწყდა თამაშის წესები, დამავიწყდა რამდენი ხანი ვიყავი იქ, დროის არსებობა დამავიწყა, მუდმივობის და დაუსრულებლობის შეგრძნება საფეთქლებს მიხეთქავდა, დამავიწყდა სხვა ადამიანების არსებობა, აღარ მესმოდა ფისოს კნავილი ოთახის გარეთ კარიდან რომ ისმოდა, მანქანების მუხრუჭების ხმა, გამოვეკიდეთ ჰაერში – ჰაერივით, მთელ სამყაროში ვიყავით მხოლოდ მე, ის, სათამაშო დათვი, წითელი ნათურები, სიყვარული და ტკივილი…..

ჰაერში ქამრის ტკაცუნმა ბაქტერიები შუაზე გააპო, სხეულის გარსი გამირღვია და სულამდე ჩააღწია, დარტყმები იყო ბევრი და მტკივნეული, ის იყო ღმერთიც და სატანაც….

 

– გრძნობ ხო? ხომ ხვდები რომ ეს არის ნამდვილი, ხომ გრძნობ ტკივილს….

ნელ-ნელა ხმას უმატებდა, უფრო და უფრო იქნევდა ქამარს, სახეში მეორე ხელს მირტყავდა, მკბენდა მკერდზე და ყელში ხელს თვალებში დაბნელებამდე მიჭერდა. მიყურებდა თვალებში, რომ მის კითხვებზე პასუხი ამოეკითხა…. ყოველ დარტყმაზე უფრო ემოციური და საშიში ხდებოდა, თითქოს ქვეყნიერება, რომელმაც მას ტკივილები მიაყენა, მე ვიყავი და ამისთვის სამაგიეროს მიხდიდა.

 

– ასე სიყვარულს ვერ იგრძნობ, აქ ხარ მხოლოდ ცოცხალი, როცა გტკივა მხოლოდ მაშინ გრძნობ, რომ ნამდვილად არსებობ, ტკივილია ყველაფერი, ტკივილია რაც გაცოცხლებს და ეს უნდა ისწავლო, უნდა დაიჯერო, რომ ასე სიყვარულს ვერ იგრძნობ, რაში გჭირდება ის, ის ცოტა სიყვარულები…. გტკივა? კარგია ტკივილი, ცოცხალი ხარ ხვდები? გრძნოობ? ……..

ტკივილი და თავისუფლების შეგრძნება თვალებში მაწვებოდა, პარადოქსია რომ ვამბობ ხელფეხშეკრული სათამაშო თავისუფლებას, თუმცა ასეა, მე გავთავისუფლდი ცოდვებისგან და ხელახლა დავიბადე, მის მკლავებში მოვინათლე. წამოვჯექი და აკანკალებული მივიწიე მისკენ, თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი როგორ უქრებოდა ტკივილი, როგორ უფერულდებოდნენ მის თვალებში წითლად ანთებული სისხლძარღვები, უთბებოდა და ემღვრეოდა ფერები თვალის გუგებში…. თავი გულზე დავადე და ყველაზე ღრმად ჩავაღწიე ტკივილით სავსე სხეულით, მის ტკივილით სავსე სულს…..

 

მეფერებოდა, მეგონა ყველაფერი დამთავრდა შვებით ამოვისუნთქე, თვალები მშვიდათ დავხუჭე და მოვდუნდი, მაგრამ უცებ მკითხა რამხელაზე გიყვარვარ ხელებით მაჩვენეო დაჰ შიშისგან მთლიანად ავცახცახდი, ცხელი ცრემლები ნაიარევ ლოყებს მიწვავდა, თვალებით ვემუდარებოდი რომ შეჩერებულიყო, მაგრამ ის სიცილით ითხოვდა მეჩვენებინა რამხელაზე მიყვარდა და თითონ ხელებს შლიდა ბოლომდე, მე ამხელაზე მიყვარხარ, ბოლომდე მიყვარხარო მეუბნებოდა, მეკი შეკრული ხელები ავწიე, რომელსაც ვერ ვშლიდი…. მითხრა, რომ გული ვატკინე, რომ საერთოდ არ მიყვარს, თან “სათამაშოს” არჩევდა, ფსიქოპატური სიმშვიდით. ქამარი რომ აიღო დავმშვიდდი, სხვა დანარჩენს მერჩივნა, თუმცა მან ქამარი შემოაბრუნა და დიდი ვერცხლისფერი ბალთა თვალებთან ამითამაშა, ნელ ნელა ჩამოაცურა ჩემს სხეულზე და ბარძაყებს შორის ცხელ ვაგინასთან გააჩერა, ნაზად მირტყავდა, უმტკივნეულოდ, მეტიც სასიამოვნოდ, თუმცა უფრო და უფრო მაკანკალებდა, მაინც ვცდილობდი გაქცევას, მაგრამ არ შემეძლო, წამი გაიწელა, წამი ტკივილის მოლოდინის, ეს ის დროა როდესაც ყველაზე მეტად გეშინია და გიყვარს ის, როდესაც ყველაზე მეტად გტკივა და გსიამოვნებს, როდესაც ინანიებ ცოდვებს, როდესაც დაუკმაყოფილებელ ეგოებს სჯი და აჯერებ მათ რომ ძლიერი ხარ, რომ არ არსებობს არავინ და არაფერი რამაც შეიძლება დაგაჩოქოს….

დარტყმა ერთი, დარტყმა ორი, სამი…..

ისე გამჟიმა, რომ არც დამარტყა და არც მომეფერა, შემდეგ ფანჯარა გააღო და ოთახიდან გავიდა, დავრჩით მე წითელი ნათურები და სუფთა ჰაერი…. ხელები ნაზად გამიხსნა,ბოლოს პირი ამიხსნა და დაბუჟებულ ტუჩებზე მაკოცა…

– ჩაიცვი….

ჩაცმა გამიჭირდა, არა იმიტომრომ სხეული მტკიოდა, უბრალოდ ფეხზე დგომისთვის ძალა არ მქონდა, ის როგორც ვამპირი, ოღონდ სისხლის არა სულის მწოველი, ძალას გართმევს და შენც იძულებული ხარ უუნაროდ კედელ – კედელ იარო…. ძირს დაყრილი ნივთებს ვუყურებდი და მეღიმებოდა, რომ ისინი მის გარეშე ასეთი უძლურები არიან, ამ ფიქრში ვიყავი, რომ ფისო შემოვიდა, ფეხებში გამიძვრა, შემდეგ გამომიძვრა და ფეხები ამილოკა თანაგრძნობის ნიშნად. გაშეშებული ვუყურებდი ფისოს, რომელიც აქამდე სულ მკბენდა…. სწრაფად გაიქცა ფერად თოკებიანი “სათამაშოსკენ”, პირში მოიქცია და ოთახი დატოვა…

 

გამთენიის სუსხი და შემოდგომის ქარები ცეკვით ირთობდნენ უკუნეთ სიბნელეში თავს, მივაბიჯებდი ცარიელ ქუჩაზე და არაფერზე ვფიქრობდი…

12 გამოტოვებული ზარი…

3 მესიჯი… (ერთიდაიგივე ადამიანისგან)

– სად ხარ, რატომ არ მპასუხობ? ხომ კარგათ ხარ, გელოდებოდი.

– მაპატიე იესო ჩამეძინა… …..

 

 

Chemical lover

კომენტარები

Select your currency