s
About Us
Lorem Ipsum is simply dummy text ofering thetonat sunrising printing and typesetting industry seo is partysipati carma. Lorem Ipsum is simply dummy,
Follow Us

კონტაქტი

აიისა პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი და სადებიუტო 2017 წლის ტოპ სტარტაპია. საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების გარდა პროდუქტის მომხმარებისთვის მიწოდების მთავარი ფორმა საკუთარი სავაჭრო აპარატებია, წარმოდგენილი 2 ფორმით:

‘Aiisa – Random Revolver’ განთავსებული მცირე ზომის ობიექტებში (ამ წუთისათვის 14 აპარატი 11 ლოკაციაზე თბილისში და ბათუმში მდებარე ბარებში)
‘Aiisa – Xhzibit’ ეტაპობრივად განთავსებადი სავაჭრო ცენტრებში, კლუბებში და ტურისტულ ლოკაციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თითოეული აიისა უნიკალური დიზაინისაა, გაერთიანებული თემატურ კოლექციებში, დამატებითი გამოყენებითი დანიშნულებით (შეფუთვაზე დატანილი სტიკერის სხვა ზედაპირზე დაკვრით, შეგროვებით etc.) შეფუთვის უკანა მხარეს დატანილია სპეციალური QR კოდი რომლის სკანირების შემდეგ ბმული გადადის ფლეილისთზე – ‘თესლი მუსიკა’ ფონური მუსიკისთვის.

თითოეული აიისასთვის დამახასიათებელია შოკოლადის არომატი და გამოდის 2 განსხვავებულ ანატომიურ ზომაში. აიისას ლატექსის სისქე მინიმალურია.

აიისების ინტერნეტით გამოწერის უპირატესობა მიმდინარე კოლექციებს + ბესტსელერი დიზაინებიდან ამორჩევის საშუალებაა. ამას გარდა, სპეციალურად ონლაინ სერვისისთვის შექმნილი ‘სასაჩუქრე პაკეტ ბანტის’ ფარგლებში ყველასთვის ხელმისაწვდომია შექმნას საკუთარი დიზაინი და დაიტანოს ლიმიტირებული რაოდენობის ვარდისფერ და ბუსუსებიან ლატქესის კონდომზე.

აიისას საქმიანობის დიდი ნაწილი დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების, რისკ–ჯგუფებში ვენერიული დაავადებების პრევენციის და მიმდინარე თემებზე ბრენდის პოზიციის დაფიქსირების ფორმით სოციალურია. ბრენდის უახლოესი გეგმები საექსპორტო სტრატეგიის განვითარება და საქართველოს ბაზარზე მჭიდრო ქსელის შექმნასთან ერთად ქვებრენდის დაარსებაა.

აიისას სავაჭრო აპარატების ლოკაციები

Select your currency